მილდიანის ბრენდისთვის გამოყენებული საბრენდე სპირტები, კახეთის რეგიონში გაშენებული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების ორმაგი დისტილაციით და შემდგომი მუხის კასრებში დავარგებით მიიღება. თითოეული წლის მოსავლის საბრენდე სპირტი, გამორჩეული და განსაკუთრებულია. სწორედ ამ განსხვავებული არომატებისა და გემოვნური თვისებების მქონე საუკეთესო სპირტების შერევით მიიღება ის ჰარმონიული და დახვეწილი გემო, რაც მილდიანის ბრენდებს გააჩნია.