ბრენდი 3*

ბრენდი 3*

ალკოჰოლი:
40%
შეფუთვა:
500 მგ შუშის ბოთლი

ღია ქარვისფერი შეფერილობის, ახალგაზრდა და ენერგიულია. არომატებში, მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ კარგად იკითხება მუხაში დავარგებისთვის დამახასიათებელი სანელებლებისა და ცხარე ტონები.

ბრენდი 5*

ბრენდი 5*

ალკოჰოლი:
40%

ღია ქარვისფერი შეფერილობით, საინტერესო, მსუბუქი ყვავილოვანი და ნაზი არომატებით გამოირჩევა. სასიამოვნოდ არის წარმოდგენილი მუხის, სანელებლებისა და ვანილის ტონები.

ბრენდი 7*

ბრენდი 7*

ალკოჰოლი:
40%
შეფუთვა:
500 მგ შუშის ბოთლი

ქარვისფერი შეფერილობისაა. კარგად განვითარებული და მდიდარი სურნელები აქვს. გამოხატულია თეთრი ქიშმიში, გარგარისა და ხურმის ჩირი, შემწვარი კომში. ძალიან კარგად იგრძნობა კარამელისებური და შოკოლადის არომატებიც.

VS

VS

ალკოჰოლი:
40%
შეფუთვა:
500 მგ შუშის ბოთლი მუყაოს ყუთში

ღია ქარვისფერი, მოოქროსფრო შეფერილობა აქვს. საკმაოდ კომპლექსური და განვითარებულია. შემწვარი თეთრი ხილისა და კარამელისებური სურნელები ჰარმონიულად არის შეზავებული მცენარეულ, ხმელი ბალახებისა და ვანილის სასიამოვნო არომატებთან. ხასიათდება, ხანგრძლივი, ხავერდოვანი დაბოლოებით.

VSOP

VSOP

ალკოჰოლი:
40%
შეფუთვა:
500 მგ შუშის ბოთლი მუყაოს ყუთში

მუქი ქარვისფერი, სრული და ძალიან მდიდარია. მრავალფეროვან არომატებში განსაკუთრებით კარგად ჩანს მუხის რბილი, ნაზი ტონები. მოხალული კაკლისა და ნუშის არომატებს დროდადრო ანაცვლებს შოკოლადის, თამბაქოს ფოთლებისა და თეთრი გამომშრალი ხილის ტონები. დაგემოვნებისას იგრძნობა მისი ექსტრაქტულობა და ხავერდოვანი სტრუქტურა.

XO

XO

ალკოჰოლი:
40%

მუქი, ღრმა ქარვისფერია. მეტად მდიდარი და რთული ბუკეტი აქვს. პირველ რიგში გამხმარი ბალახებისა და ყვავილების ნაზი სურნელები იშლება. შემდეგ ნელნელა ვითარდება მოხალვის, დაშაქრული თხილის, შავი შოკოლადისა და ვანილის არომატები. დაგემოვნებისას ზალიან ჰარმონიული და კარგად დაბალანსებულია.


ბრენდი 3*

ბრენდი 3*

ბრენდი 5*

ბრენდი 5*

ბრენდი 7*

ბრენდი 7*

VS

VS

VSOP

VSOP

XO

XO