ქისი

ქისი

ყურძნის ჯიში:
ქისი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
ინტენსიური შეფერილობის, ელვარე ქარვისფერი
არომატი:
მრავალფეროვანი და მდიდარი ბუკეტი აქვს. თავიდან, მკაფიოდ გამოხატული ქისის ჯიშური არომატი ყველაფერს ფარავს. შემდეგ თანდათან იხსნება და კარგად იკვეთება მცენარეული, ახალი თივის, გამომშრალი თეთრი ხილის ტონები. უკანა პლანზე ასევე ჩნდება შემწვარი კომშისა და ვაშლ
გემო:
ძალიან ექსტრაქტული, სრული, მრგვალი, განვითარებული ღვინოა. კარგად არის დაბალანსებული მჟავიანობა და ალკოჰოლი. მდიდარია მწიფე, რბილი ტანინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. დაბოლოებაში ხავერდოვანია, გამყოლი საინტერესო გემოთი.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 13-16°C. კარგად ეხამება დავარგებულ ყველს, კარგად შემწვარ ხორცს, მწვადს, კუბდარს, ხაჭაპურს.
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ფერი:
ოდნავ აგურისფერისკენ წასული მუქი ლალისფერი
არომატი:
კარგად იგრძნობა საფერავის ჯიშური არომატი და მუხაში დავარგებისთვის დამახასიათებელი ტონების ჰარმონიული შერწყმა. ღვინოში უხვადაა როგორც ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის, ასევე გამომშრალი ხილის არომატები. სასიამოვნოდ იგრძნობა ვანილის, თამბაქოს, მწარე შოკოლადი
გემო:
ძალზედ კარგად დაბალანსებული, ხავერდოვანი სტრუქტურის მქონე, მრგვალი ღვინოა. გაჯერებულია მწიფე, დარბილებული ტანინებით. იკითხება მწიფე ალუბლისა და შავი ქლიავის ჩირის ტონები. დაბოლოება მეტად ხანგრძლივი და დასამახსოვრებელია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 15-18°C. უხდება საშუალო სიმძაფრის ყველებს, თევზეულს და შედარებით ცხარე ხორციან კერძებს.
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
ღრმა შინდისფერი, აგურისფერი რკალით
არომატი:
ძალიან კომპლექსური და მდიდარი ბუკეტი აქვს. პირველივე სურნელებში იგრძნობა დავარგების და მუხის ტონები. მიუხედავად ღვინის ასაკისა, არომატებში ჯერ კიდევ მკვეთრად არის გამოხატული ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის არომატები. წითელი ბალი, მოცვი, შინდი, შავი ქლიავ
გემო:
სრული, კარგად დაბალანსებული და განვითარებულია. ღვინოში არსებული შესამჩნევი მჟავიანობა, ტანინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვინის დავარგების პოტენციალი ჯერ კიდევ მაღალია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18°C. კარგად ეხამება მწვადს, სხვადასხვაგვარად შემწვარ ცხარე ხორციან კერძებს, კუბდარს.
საფერავი გაუფილტრავი

საფერავი გაუფილტრავი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ფერი:
ინტენსიური შეფერილობის, მუქი ლალისფერი
არომატი:
ახალი წითელი ხილისა და კენკრის ცოცხალი, მდიდარი სურნელი. პირველ რიგში, მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატი იგრძნობა, რის შემდეგაც ვითარდება მწიფე ბროწეულის, მწიფე ალუბლის, შინდის, მოცვის, მოცხარის ტონები.
გემო:
სხეულიანი, ტანინებით მდიდარი, ხავერდოვანი ღვინოა. ხალასი მჟავიანობა და შედარებით მაღალი ალკოჰოლი ღვინის დავარგების პოტენციალზე მეტყველებს, თუმცა იგი ახლაც საკმაოდ მრგვალი და გაწონასწორებულია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18°C. უხდება მწვადს, ცხარე სოუსებს, ხორციან სალათებს, ყველიან ცომეულს.
საგვიანო

საგვიანო

ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 50 %, მწვანე კახური 50 %
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი
ფერი:
ელვარე ოქროსფერი
არომატი:
სასიამოვნო, ნაზი, ტკბილი არომატები. მკაფიოდ იგრძნობა მურაბების, ჩახარშული და შემწვარი ხილის, კარამელისებური და მოხალვის ტონები. გამოირჩევა შემწვარი ვაშლის, კომშის, ასევე ლეღვისა და თხილიანი თეთრი ბალის მურაბის სურნელები.
გემო:
ბლანტი, გლუვი სტრუქტურის მქონე ღვინოა. მსუბუქი მჟავიანობისა და ბუნებრივი სიტკბოს ჰარმონიული ბალანსი, ღვინოს სიცოცხლისუნარიანობასა და სიხალისეს სძენს. დაგემოვნებისას მეორდება და კიდევ უფრო მძაფრდება არომატში წარმოჩენილი ხილის ტონები. ახასიათებს გამყოლი, ხა
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 7-9°C. უხდება დესერტს, განსაკუთრებით ნაყინს, ნამცხვრებსა და მსუბუქ ყველს.
ოჯალეში

ოჯალეში

ყურძნის ჯიში:
ოჯალეში 100%
ადგილი/წარმოშობა:
ლეჩხუმი
ღვინის ტიპი:
წითელი, ნახევრად ტკბილი
ფერი:
ღრმა, ელვარე ლალისფერი
არომატი:
პირველ სურნელებში ეფექტურად იგრძნობა ოჯალეშის ჯიშურობა. შემდეგ ჩნდება ცოცხალი წითელი ხილის არომატები. კარგად არის გამოხატული მწიფე ბროწეული, ალუბალი, მწიფე მაყვლის ტონები.
გემო:
ტანინებით მდიდარი, საკმაოდ სხეულიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ელეგანტურია. ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი, სასიამოვნო სიტკბო და ხალასი მჟავიანობა. დაბოლოება მეტად ხანგრძლივია და მძაფრად შეიგრძნობა მწიფე წითელი ხილი.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-14°C. იდეალურად ერწყმის მსუბუქ სალათებს, ყველსა და დესერტს.
უსახელაური

უსახელაური

ყურძნის ჯიში:
უსახელაური 100%
ადგილი/წარმოშობა:
ლეჩხუმი
ღვინის ტიპი:
წითელი, ნახევრად ტკბილი
ფერი:
ელვარე, ცოცხალი ბროწეულისფერი
არომატი:
მწიფე წითელი ხილისა და ტყის კენკრის თავბრუდამხვევ სურნელებში სასიამოვნოდ იკვეთება უსახელაურისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი. შემდეგ იშლება და თანდათან ვითარდება მოცვი, ხურტკმელი, ველური მარწყვი, მოცხარი, მთის ჟოლო.
გემო:
საშუალო სხეულის მქონე ღვინოა. ბუნებრივი, მსუბუქი ტანინები, ხალასი, საგრძნობი მჟავიანობა და ბუნებრივი სიტკბო, სასიამოვნო ბალანსს ქმნის. წითელი ხილისა და ტყის კენკრის ტონები გემოშიც მეორდება. დაბოლოება ძალიან ხანგრძლივი და საინტერესოა.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-14°C. იდეალურად ერწყმის მსუბუქ ყველს, ხილს და მრავალი სახის დესერტს.

ქისი

ქისი

საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

საფერავი გაუფილტრავი

საფერავი გაუფილტრავი

საგვიანო

საგვიანო

ოჯალეში

ოჯალეში

უსახელაური

უსახელაური