ყურძნის ჯიში:
ალექსანდროული 50%, მუჯურეთული 50%
ადგილწარმოშობა:
რაჭა, ხვანჭკარის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
არომატი:
პირველ სურნელებში კარგად იკვეთება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშური არომატების სასიამოვნო ნაზავი. ღვინო ასევე სავსეა კენკროვანი და მწიფე წვნიანი ხილის არომატებით. განსაკუთრებით ველური მარწყვის, მოცვის, მთის ჟოლოს და მოცხარის ტკბილი ტონები მოჩანს.
გემო:
საშუალოზე დაბალი სხეულიანობის მქონე, ცოცხალი, ენერგიული ღვინოა. ახალგაზრდა, სასიამოვნოდ მსუსხავი ტანინები და მჟავიანობა საოცარ ჰარმონიას ქმნის ბუნებრივ ტკბილ გემოსთან ერთად. შესანიშნავად არის გამოხატული მწიფე კენკროვანი ტონები, რაც კიდევ უფრო მძაფრად აღიქ
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 11-13°C. ძალიან უხდება რაჭულ ლორს, მსუბუქად შემწვარ სტეიკებს, ყველსა და ნამცხვრებს.