საფერავი

საფერავი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილწარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ფერი:
ინტენსიური შეფერილობის ალუბლისფერი
არომატი:
მკაფიოდ გამოხატული საფერავის ჯიშური არომატი და მწიფე წითელი ხილის ტონები.
გემო:
საშუალოზე მაღალ მჟავიანი, სხეულიანი, ტანინებით მდიდარი ღვინოა; შეიმჩნევა შავი ქლიავის, წითელი ბალისა და კენკრის ტონები.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 14-16°C. ძალიან უხდება მსუყე ხორციან კერძებს, შემწვარ ზღვის თევზსა და დავარგებული ყველის ნაირსახეობას.
0.75 L
0.187 L
3 L
5 L
ნაფარეული

ნაფარეული

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილწარმოშობა:
ნაფარეულის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ფერი:
საკმაოდ ღრმა, ინტენსიური ალუბლისფერია
არომატი:
ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის არომატები, ჰარმონიულად არის შერწყმული მუხის ტონებთან; გამოხატულია მწიფე ალუბლის, მოცვისა და ძირტკბილას ნაზი სურნელები.
გემო:
დაგემოვნებისას იგრძნობა ღვინის კომპლექსურობა და სირთულე; საშუალოდ მჟავიანია, სავსეა მწიფე ტანინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით, რაც ღვინოს სასიამოვნო ხავერდოვნებას ანიჭებს.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 15-17°C. უხდება სხვადასხვა ტიპის შემწვარ ხორცსა და ქართული ტრადიციული კერძების უმეტესობას.
მუკუზანი

მუკუზანი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილწარმოშობა:
კახეთი, მუკუზნის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი
ფერი:
ღრმა, ელვარე წითელი
არომატი:
კომპლექსური, რთული და მდიდარი ბუკეტი აქვს. მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატის შემდეგ ძალიან სასიამოვნოდ იგრძნობა, ალუბლის, ბროწეულის, მაყვლის ტონები. შემდეგ ვითარდება მუხაში დავარგებისთვის დამახასიათებელი შავი პილპილის, მწარე შოკოლადის და თამბაქოს ნაზი ა
გემო:
დაგემოვნებისას ხავერდოვანი, მრგვალი; საშუალოზე მაღალი მჟავიანობის მქონე, მწიფე ტანინებით გაჯერებული და დაბალანსებული.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 15-17°C. შესანიშნავია ლორთან, მწვადთან, მოხარშულ საქონლის ხორცთან და ყველთან.
ქინძმარაული

ქინძმარაული

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილწარმოშობა:
კახეთი, ქინძმარაულის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ფერი:
საშუალო ინტენსივობის შინდისფერი
არომატი:
მწიფე წითელი ხილისა და კენკრის მრავალფეროვანი ბუკეტი საინტერესოდ იშლება მსუბუქად წარმოდგენილი მცენარეული ტონების ფონზე. იკვეთება მწიფე მაყვალი, ალუბალი, სუსტად ჩანს ჟოლოსა და ხენდროს ტონებიც.
გემო:
საკმაოდ ცოცხალი, ენერგიული და კარგად განვითარებული ღვინოა. ახალგაზრდა, ოდნავ ხისტი ტანინები, ძალიან კარგად ერწყმის ბუნებრივ სიტკბოს, რაც ღვინოს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 12-14°C. შესანიშნავად ეხამება მსუბუქად შემწვარი წითელი ხორცის სტეიკებსა და ახალგაზრდა ყველებს.
0.75 L
0.187 L
3 L
5 L
ახაშენი

ახაშენი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილწარმოშობა:
კახეთი, ახაშენის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ფერი:
მუქი ალუბლისფერი
არომატი:
ნაზი, სასიამოვნო, წითელი ხილის ტონებით გაჯერებული არომატებია. პირველი სურნელები წითელი ბალისა და ალუბლის ჰარმონიული ნაზავია. კარგად არის გამოხატული ამ მიკროზონისთვის დამახასიათებელი საფერავის ჯიშური არომატის სინაზე.
გემო:
საშუალოზე მეტად სხეულიანი, ხალასი მჟავიანობის მქონე ღვინოა. გაჯერებულია ახალგაზრდა, სასიამოვნოდ მსუსხავი ტანინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით, რაც ძალიან უხდება და სიცოცხლეს მატებს მის ბუნებრივად ტკბილ გემოს. დაბოლოებაშიც ძალიან კარგად იგრძნობა არომატებშ
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 12-14°C. ძალიან კარგია საშუალო სიმძაფრის ყველთან, ნამცხვრებთან და შედარებით მსუბუქ ხორცის სალათებთან.
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

ყურძნის ჯიში:
ალექსანდროული 50%, მუჯურეთული 50%
ადგილწარმოშობა:
რაჭა, ხვანჭკარის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ფერი:
ელვარე ლალისფერი
არომატი:
პირველ სურნელებში კარგად იკვეთება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშური არომატების სასიამოვნო ნაზავი. ღვინო ასევე სავსეა კენკროვანი და მწიფე წვნიანი ხილის არომატებით. განსაკუთრებით ველური მარწყვის, მოცვის, მთის ჟოლოს და მოცხარის ტკბილი ტონები მოჩანს.
გემო:
საშუალოზე დაბალი სხეულიანობის მქონე, ცოცხალი, ენერგიული ღვინოა. ახალგაზრდა, სასიამოვნოდ მსუსხავი ტანინები და მჟავიანობა საოცარ ჰარმონიას ქმნის ბუნებრივ ტკბილ გემოსთან ერთად. შესანიშნავად არის გამოხატული მწიფე კენკროვანი ტონები, რაც კიდევ უფრო მძაფრად აღიქ
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 11-13°C. ძალიან უხდება რაჭულ ლორს, მსუბუქად შემწვარ სტეიკებს, ყველსა და ნამცხვრებს.
როზე

როზე

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ვარდისფერი ნახევრად მშრალი
ფერი:
ოდნავ მოწითალო ორაგულისფერი
არომატი:
პირველ სურნელებში ძალიან ეფექტურია მარწყვი, რის შემდეგაც ყვავილებისა და ტროპიკული ხილის საინტერესო ბუკეტი ვითარდება.
გემო:
საშუალოზე ნაკლებად სხეულიანი, ხალისიანი და ჰარმონიულია. სასიამოვნო მჟავიანობა და ბუნებრივად დანარჩენი სიტკბო, შთამბეჭდავ ბალანსს ქმნის მრავალფეროვანი კენკროვანი ტონების ფონზე.
რეკომენდაცია:
გლუვი, საშუალო სხეულიანობის მქონე ღვინოა. იკვეთება გულაბი მსხლის, ატმისა და თეთრი ქლიავის ტონები. ხალასი მჟავიანობა, ბუნებრივი სიტკბო და კარგად დაბალანსებული ალკოჰოლი ღვინოს ძალიან ჰარმონიულს ხდის და სასიამოვნო ხავერდოვნებას ანიჭებს.
ცოლიკაური

ცოლიკაური

ყურძნის ჯიში:
ცოლიკაური 100%
ადგილი/წარმოშობა:
იმერეთი
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი
ფერი:
ღია ჩალისფერი, მკრთალი ოქროსფერი შეფერვით
არომატი:
პირველ რიგში იგრძნობა ცოლიკაურისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი, რასაც მოსდევს ახალი თეთრი ხილისა და მინდვრის ყვავილების სურნელების მდიდარი ბუკეტი.
გემო:
საკმაოდ მაღალმჟავიანი, ხალისიანი ღვინოა. მკაფიოდ იკვეთება მწვანე ვაშლისა და მსხლის ტონები. ოდნავ სხეულიანია, კარგად დაბალანსებული ალკოჰოლითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 6-8°C. ძალიან კარგად ეხამება სალათებს, თევზეულს, ზღვის პროდუქტებს, ცომეულსა და ყველს.
ტვიში

ტვიში

ყურძნის ჯიში:
ცოლიკაური 100%
ადგილწარმოშობა:
ლეჩხუმი, ტვიშის მიკროზონა
ღვინის ტიპი:
თეთრი ნახევრად ტკბილი
ფერი:
ჩალისფერი, მკრთალი ლიმნისფერი შეფერილობით
არომატი:
ძალიან მდიდარი და ცოცხალი სურნელებით გამოირჩევა. მწიფე თეთრი ხილის მრავალფეროვან ბუკეტში, საინტერესოდ კრთება მინდვრის ყვავილების ნაზი არომატები.
გემო:
გლუვი, საშუალო სხეულიანობის მქონე ღვინოა. იკვეთება გულაბი მსხლის, ატმისა და თეთრი ქლიავის ტონები. ხალასი მჟავიანობა, ბუნებრივი სიტკბო და კარგად დაბალანსებული ალკოჰოლი ღვინოს ძალიან ჰარმონიულს ხდის და სასიამოვნო ხავერდოვნებას ანიჭებს.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომნდებული ტემპერატურაა 6-8°C. რაც შეეხება კერძებს, კარგად ეხამება ყველა სახის ცოცხალ სალათებს, თევზეულს, მრავალი სახეობის ყველსა და მშრალ ნამცხვრებს.
0.75 L
0.187 L
წინანდალი

წინანდალი

ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 85%, კახური მწვანე 15%
ადგილწარმოშობა:
კახეთი, წინანდლის მიკროზონა (ა.დ.კ.)
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი
ფერი:
ღია ჩალისფერი
არომატი:
გამოხატულია რქაწითელის ჯიშური არომატი და კახური მწვანეს მდიდარი ბუკეტი, სადაც მჟავიანი თეთრი ხილისა და მსუბუქად გამოხატული ციტრუსის ტონები დომინირებს; მკაფიოდ შეიმჩნევა ვაშლისა და მსხლის ტონები.
გემო:
ახალგაზრდა, ენერგიული, ცოცხალი მჟავიანობის მქონე ღვინოა, მსუბუქი ტანინების შემცველობით და დაბალანსებული ალკოჰოლით; განვითარებულ მცენარეულ ტონებს თეთრი ქლიავის გამყოლი გემო აბოლოებს. ძალიან კარგია აპერიტივად, ასევე უხდება თევზეულს, სალათებს და საშუალო სიმძ
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 6-8°C. ძალიან კარგია აპერიტივად. ასევე თევზეულთან, სალათებთან და საშუალო სიმძაფრის ყველთან.
მწვანე

მწვანე

ყურძნის ჯიში:
მწვანე 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი
ფერი:
ღია ჩალისფერი, ოდნავ მომწვანო ელფერით
არომატი:
ხასიათდება ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ბუკეტით; ნაზი, დახვეწილი, პარფიუმისკენ მიდრეკილი გაზაფხულის ყვავილებისა და ციტრუსის სურნელებით.
გემო:
ხალასი, დახვეწილი, ცოცხალი ღვინოა, საკმაოდ მაღალმჟავიანი. მდიდარია ახალი თეთრი ხილისა და ციტრუსოვანი ტონებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 6-8°C. ძალიან უხდება მწვანე სალათებსა და ზღვის პროდუქტებს.

საფერავი

საფერავი

ნაფარეული

ნაფარეული

მუკუზანი

მუკუზანი

ქინძმარაული

ქინძმარაული

ახაშენი

ახაშენი

ხვანჭკარა

ხვანჭკარა

როზე

როზე

ცოლიკაური

ცოლიკაური

ტვიში

ტვიში

წინანდალი

წინანდალი

მწვანე

მწვანე