მწვანე

მწვანე

ყურძნის ჯიში:
კახური მწვანე 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
საშუალოზე მაღალი ინტენსივობის ქარვისფერი
არომატი:
მდიდარი, მრავალფეროვანი ბუკეტი. პირველ რიგში კახური მწვანესთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი გვხვდება. შემდეგ მოდის კარგად დამწიფებული თეთრი ხილის, სანელებლებისა და მუხის ნაზი არომატები.
გემო:
საკმაოდ რთული, კომპლექსური ღვინოა. რქაწითელისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები, კარგად არის შერწყმული ხალას მჟავიანობასთან, რის გამოც ღვინო საოცრად ცოცხალი და ხავერდოვანია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 13-16°C. უხდება სხვადასხვა სახის დავარგებულ ყველსა და მსუყე ხორციან კერძებს.
რქაწითელი

რქაწითელი

ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
ღია ქარვისფერია, ოქროსფერი შეფერილობით
არომატი:
ძლიერად არის წარმოჩენილი რქაწითელის ჯიშურობა. მეტად ეფექტური ხმელი ბალახებისა და ყვავილების კომპლექსური ბუკეტის ფონზე საინტერესოდ იკითხება მუხისა და სანელებლების ნაზი სურნელები.
გემო:
ღვინო საკმაოდ ნაზი და ხავერდოვანია, გაჯერებულია რბილი, მწიფე ტანინებით; საშუალოზე მაღალმჟავიანია, დაბალანსებული ალკოჰოლითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 13-16°C. უხდება ქართული ტრადიციული სამზარეულოს მსუყე ყველიან და ხორციან კერძებს.
წარაფი

წარაფი

ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
მუქი, ელვარე ქარვისფერი
არომატი:
ძალიან ეფექტური და მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს. საინტერესოდ ვითარდება თეთრი გამომშრალი ხილის ტონები. ვაშლის, კომშის, ნესვის ჩირისა და სხვადასხვა სანელებლების მკვეთრ სურნელებს, მოსდევს მუხის ნაზი არომატები.
გემო:
სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. რქაწითელისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობასა და სიმრგვალეს ანიჭებს. გამოირჩევა გამყოლი, დასამახსოვრებელი გემოთი.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 13-16°C. ძალიან უხდება კარგად შემწვარ ხორცს, შემწვარ ბოსტნეულს, ყველს, შედარებით მსუყე თევზეულის კერძებს.
ქისი

ქისი

ყურძნის ჯიში:
ქისი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
საშუალოზე მუქი ქარვისფერი
არომატი:
დახვეწილი და კარგად განვითარებული ბუკეტი აქვს. პირველ სურნელებში ქისის ჯიშური არომატი დომინირებს, რასაც მუხის რბილი, ნაზი ტონები მოყვება. კარგად არის წარმოჩენილი მცენარეული, გამხმარი ბალახების, მერქნის არომატები.
გემო:
სრული, განვითარებული, ტანინებით მდიდარი ღვინოა. მჟავიანობა და ალკოჰოლი კარგად არის დაბალანსებული. ხასიათდება ხანგრძლივი, საინტერესო დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 13-16°C. კარგად ეხამება დავარგებულ ყველებს, ხორცეულსა და ქართულ ტრადიციულ ცომეულს.
საფერავი

საფერავი

ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ადგილი/წარმოშობა:
კახეთი
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი (ქვევრი)
ფერი:
მუქი, ინტენსიური ალუბლისფერი
არომატი:
მკვეთრად გამოხატული საფერავის ჯიშური არომატის ფონზე თანდათან ვითარდება მწიფე წითელი ხილისა და კენკრის მრავალფეროვანი სურნელები. მწიფე შინდის, ალუბლის, შავი ქლიავის, მოცვის არომატებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუხის მსუბუქი და რბილი ტონები.
გემო:
მეტად სხეულიანი, ძალიან ხავერდოვანი და მრგვალი ღვინოა. საფერავის ძლიერი ტანინები, მჟავიანობა და ალკოჰოლი ჰარმონიულადაა დაბალანსებული. არომატში წარმოჩენილი სურნელები, კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა გამყოლ, ხანგრძლივ დაბოლოებაში.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 15-18°C. კარგად ეხამება ქართული სამზარეულოს მსუყე ყველიან და ხორციან კერძებს. ასევე, დავარგებულ, შებოლილ ყველსა და ხორცს.

მწვანე

მწვანე

რქაწითელი

რქაწითელი

წარაფი

წარაფი

ქისი

ქისი

საფერავი

საფერავი