უფერული, ელეგანტური, დახვეწილი. მწიფე თეთრი ქლიავისა და ნედლი ნუშის ტონებით სავსე არომატი დაგემოვნებისას კიდევ უფრო მძაფრდება. ახასიათებს გამყოლი, სასიამოვნო დაბოლოება.
უფერულია. აქვს ყვავილებისა და ბალახების ნაზი სურნელებით მდიდარი ბუკეტი. დაგემოვნებისას იგრძნობა სასიამოვნოდ მსუსხავი, ხავერდოვანი სტრუქტურა და ხანგრძლივი, გამყოლი გემო.
გამჭვირვალე, ძალიან დახვეწილი და ელეგანტური. სავსეა მცენარეული, თეთრი ქლიავისა და ქიშმიშის არომატებით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა სასიამოვნო სიმსუბუქე და ჰარმონიულობა. დაბოლოება ხანგრძლივი და ხავერდოვანია.