გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი შესანიშნავი ღონისძიებაა საქართველოს ღვინის კალენდარში. ის კარგ პლატფორმას უქმნის ღვინის მწარმოებლებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო პროდუქცია.
მეღვინეობა მილდიანს ფესტივალზე წარმოდგენილი ჰქონდა კლასიკური და ტრადიციული ქვევრის ღვინოები. ასევე სამი სახეობის ჭაჭა და ლიქიორული ღვინო ალუბლის არომატით.
ფესტივალის სტუმრები ძირითადად ღვინის მოყვარულები იყვნენ. მილდიანის სტენდმა უამრავ დაინტერესებულ სტუმარს უმასპინძლა და გააცნო თავისი პროდუქცია.
ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მილდიანის ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, სამმა ღვინომ მიიპყრო:
ქვევრსი ქისი 2015 (რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ვაინექსპო 2023-ზე),
ქვევრის ხიხვი 2018 (ოქროს მედალი და ტროფი)
და ხაშმის საფერავი (რომელსაც ვერცხლის მედალი აქვს მიღებული).
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი ამაყობს თავისი ვალდებულებით, აწარმოოს ღვინოები ტრადიციული ქართული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ღვინის ქვევრში დაყენება. საწარმო ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა დააკმაყოფილოს ღვინის თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები.