საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკაში, ტექსასის შტატში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში TEXSOM 2024!
ოქროს მედლის მფლობელი ღვინო კი 2018 წლის მოსავლის ქვევრის ხიხვია.
აღნიშნულ კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ დაიმსახურა უმაღლესი შეფასებები. TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე.
ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქართველი მწარმოებლებისთვის, ეს მიანიშნებს მეღვინეობა მილდიანის წარმატებასა და პროდუქტის მაღალ ხარისხზე. მსგავს კონკურსებზე მონაწილეობა და გამარჯვება, თავისთავად ხელს უწყობს ქართული ღვინის მსოფლიო მასშტაბით პოპულარობასა და რეალიზაციის ზრდას.
აქვე მადლობას ვუხდით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ვისი უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებითაც მოხდა ამ კონკურსზე ქართული ღვინის წარდგენა.