ჯილდო, რომელიც ყველა სხვა ჯილდოზე ფასეული და მნიშვნელოვანია.
ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელი - IWSC 2024
IWSC (International Wine & Spirit Competition) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების კონკურსია. ის ერთადერთია, რომელიც ჟიურის წევრებს მსოფლიოს სხვადახსხვა კუთხეში აგზავნის, რათა ღვინოები თავიანთ სამშობლოში შეაფასონ. ეს კონკურსი აფასებს არა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს, არამედ მათ საუკეთესო მწარმოებლებსაც მსოფლიოს მასშტაბით.
სწორედ ამ კონკურსში გაიმარჯვა მეღვინეობა მილდიანმა და გახდა 2024 წლის ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელი.
რას წერს თავად კონკურსი და ჟიური ამ ყველაფერზე? ციტატა:
„ მილდიანი არის შესანიშნავი ოჯახური მეღვინეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინოების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენაში. მათი წარმატება IWSC 2024-ზე წარმოუდგენლად შტამბეჭდავი იყო. მეღვინეობა მილდიანი დაჯილდოვდა - 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით. საოჯახო მეღვინეობა მილდიანის სტაბილურობა და თანამიმდევრულობა მართლაც გასაოცარია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი აღიარება ხვდათ წილად.“
ეს აღიარება ჩვენთვის უდიდესი წარმატება და მოტივაციაა, თუმცა ამავე დროს ის მნიშვნელოვანი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაცაა.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჟიურის წევრებს და მთლიანად ორგანიზაციას, რომელსაც უკვე მესამედ ვუმასპინძლებთ საქართველოში. განუზომლად დიდია მათი როლი ინდუსტრიის განვითარებაში.