ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2025

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2025

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2025

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2025

 

2025 წელი მეღვინეობა მილდიანისთვის არაერთი მნიშვნელოვანი აღიარებით დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მიღწეული წარმატებაა — ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის კალენდარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მილდიანის ქვევრის ღვინოები, თავისი გამორჩეული სტილით, ხარისხითა და კონკურენტუნარიანობით, კვლავაც ყურადღების ცენტრში მოექცა.
კონკურსზე მოპოვებული 9 მედალი კი ნათლად მეტყველებს იმ სიღრმისეულ და შრომატევად მიდგომაზე, რომელსაც მილდიანის საოჯახო მეღვინეობა წლებია მიჰყვება.

2025 წლის მედლების განაწილება შემდეგია:
1 პლატინის მედალი
2 ოქროს მედალი
3 ვერცხლის მედალი
3 ბრინჯაოს მედალი

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქისი ქვევრი 2011, რომელმაც პლატინის მედალი დაიმსახურა.
ეს ღვინო არა მხოლოდ ჩვენი მარაგის გამორჩეული ნაწილი იყო, არამედ კონკურსზე წარდგენილ ნიმუშებს შორის ყველაზე ძველიც, რაც მას ორმაგად ღირებულსა და განსაკუთრებულს ხდის.

ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს გზას, რომელსაც მეღვინეობა მილდიანი წლებია ერთგულად მიჰყვება: გულმოდგინე შრომა, ტრადიციებისადმი პატივისცემა და პროფესიული სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვა — ყველაფერი, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიო რუკაზე ღირსეულ ადგილს უნარჩუნებს.

მივულოცავთ მთელ ჩვენს გუნდს და მადლობას ვუხდით ქართული ღვინის ასოციაციას, კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ამ კონკურსის წარმატების გარანტად იქცა.

 

ავტორი: Mildiani
Jul 3, 2025
mildiani.ge arrow up