საოჯახო მეღვინეობა მილდიანის საწარმო, დაარსებიდანვე აღჭურვილია თანამედროვე, უმაღლესი დონის, იტალიური დანადგარებითა და ტექნოლოგიებით. დროის მსვლელობასთან ერთად, ბუნებრივია იცვლება სტანდარტები, წინა წლებში გამოშვებულ, ძველ ტექნოლოგიებს, ახალი ანაცვლებს და იზრდება მოთხოვნა უფრო და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციაზე. აქედან გამომდინარე, თანამედროვეობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი წლების წინ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის საწარმო. მოკლედ რომ ვთქვათ, იყო თანამედროვე, ნიშნავს __ ფეხი აუწყო დროს.
სწორედ ამ აზრით და ასეთი მიდგომით არსებობს დღემდე მეღვინეობა მილდიანი და მუდმივად ხდება საწარმოს ტექნოლოგიური განახლება. ეს თავისთავად პროდუქციის ხარისხზე აისახება და საშუალებას გვაძლევს, კონკურენციას ვუწევდეთ, მსოფლიოს თანამედროვე ღვინოებს.