წინანდალში მორიგი დეგუსტაცია გაიმართა

წინანდალში მორიგი დეგუსტაცია გაიმართა

წინანდალში მორიგი დეგუსტაცია გაიმართა

წინანდალში მორიგი დეგუსტაცია გაიმართა

 

   მილდიანის ღვინოები ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში გაიყიდება!

   რამდენიმე დღის წინ წინანდალში, საოჯახო მეღვინეობა მილდიანის საწარმოში, ღვინოების მორიგი დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციის მიზანი იყო მილდიანის ღვინოების შერჩევა უნგრეთში საექსპორტოდ.

   სომელიეებმა ჩვენი ღვინოების საკმაოდ ფართო სპექტრი გასინჯეს და მათი უმრავლესობა უმაღლესი ქულებით შეაფასეს.

   ყურადღება გაამახვილეს ისეთ ღვინოებზე, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენდა ქართული მეღვინეობის ავთენტურობას და ხაზს უსვამდა ვაზის ჯიშობრივ უნიკალურობას. შესაბამისად საექსპორტოდ შეარჩიეს ქვევრის რამდენიმე ქარვისფერი ღვინო და საფერავები, მუხაზე დავარგების გარეშე. აღფრთოვანებულები იყვნენ ასევე მუხის კასრებში დავარგებული სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოებით.

   საინტერესოა ფაქტი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა (Petzold Attila) გაიხსენა. როგორც აღმოჩნდა, პირველად, 2012 წელს გერმანიაში, პროვაინზე გაუსინჯავს ჩვენი ღვინოები. მიუხედავად ამისა აღნიშნა, რომ მეღვინეობა მილდიანი დღეს აღმოაჩინა.    ხაზი გაუსვა იმას, რომ მეღვინეობა საგრძნობლად არის გაზრდილი და განვითარებული ამ დროის განმავლობაში, რაც შესანიშნავად აისახება ახალ ღვინოებზე.
 

ავტორი: Mildiani
Jan 31, 2022
mildiani.ge arrow up