მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ენოთეკაში, სხვადასხვა წლის მოსავლის, საუკეთესო ღვინოები ძველდება. აქ თავმოყრილია რამდენიმე მეღვინის მიერ, წლების განმავლობაში დაყენებული ღვინოები. ეს მეღვინეები არიან:  გოგი დაქიშვილი, მიხეილ მესხი და გოგა ხატიაშვილი.

ღვინოების დაძველებისას აუცილებელია რამდენიმე წელიწადში ერთხელ, შემოწმდეს თითოეული წლის მოსავლის ღვინის ნიმუში. ეს პროცედურა აუცილებელია, რათა სწორად განისაზღვროს სხვადასხვა ღვინის დაძველების დონე და სამომავლო დავარგების პოტენციალი.

სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად ამ მიზნით მოვიწვიეთ ბატონი მალხაზ ხარბედია და მასთან ერთად შევაფასეთ ჩვენი ღვინოები.

წარმოდგენილი ღვინის ნიმუშებიდან ყველაზე ძველი, 1998 წლის მოსავლის კაბერნე სოვინიონი (თელიანი) იყო. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ეს 20 წლის ღვინო, ერთერთი საუკეთესო გამოდგა, წარმოდგენილ ნიმუშებს შორის.

ასევე ძალიან კარგ ფორმაში იყო, 1999 წლის მოსავლის მუკუზანი, 2000 წლის მოსავლის ნაფარეული, 2002 წლის ლეჩხუმური ცოლიკაური, 2004 წლის მოსავლის ტვიში და ბარაკონი, საფერავი 2001, მუკუზანი 2000 და წინანდალი 2000.

სევე იყო ნიმუშები, რომეთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ თავიანთი დავარგების პოტენციალი. ასეთი ღვინოები დაძველებას აღარ გააგრძელებენ და ადგილს დაუთმობენ მომავალი წლების საუკეთესო მოსავლის ღვინოებს.

Author: Mildiani
Jul 1, 2021
mildiani.ge arrow up