მილდიანი ფესტივალზე ,,არტ-გენი''

მილდიანი ფესტივალზე ,,არტ-გენი''

მილდიანი ფესტივალზე ,,არტ-გენი''

მილდიანი ფესტივალზე ,,არტ-გენი''

  მეღვინეობა მილდიანისა და ფესტივალი „არტ-გენი“-ს მეგობრობა უკვე 19 წელს ითვლის.

  როგორც ყოველთვის, წელსაც მილდიანის ღვინით უმასპინძლდებოდნენ ფესტივალის სტუმრებსა თუ მონაწილეებს.  გარდა ამისა, წელს პირველად იყო წარმოდგენილი მილდიანის დახლი, სადაც გამოფენილი გვქონდა ჩვენი პროდუქციიდან შერჩეული სახეობები.

    სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ გაესინჯათ და შეეძინათ  სხვადასხვა ტიპისა თუ ფერის ღვინო, ჭაჭა ან ბრენდი.

  განსაკუთრებული მოწონება და აღფრთოვანება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურეს. (მილდიანის რქაწითელი ქვევრის 2016, საფერავი ქვევრის 2012, საფერავი გაუფილტრავი (უგოგირდო) 2021 და სხვა)

   გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფესტივალი ,,არტ-გენი“-ს დამფუძნებლებს ამ შესაძლებლობისთვის, მეგობრობისთვის და სასიამოვნო თანამშრომლობისთვის.  მადლობა ასევე ფესტივალის მონაწილეებსა და უამრავ სტუმარს, რომლებმაც ასე გაალამაზეს ეს დღეები.

  მოუთმენლად ველოდებით მომავალ ზაფხულს, რომ ისევ ერთად აღვნიშნოთ „არტ-გენის“ 20 წლის იუბილე.

ავტორი: Mildiani
Aug 5, 2022
mildiani.ge arrow up