საგაზაფხულო ღვინოები მილდიანისგან

საგაზაფხულო ღვინოები მილდიანისგან

საგაზაფხულო ღვინოები მილდიანისგან

საგაზაფხულო ღვინოები მილდიანისგან

  გაზაფხული დადგა და დათბა როგორც იქნა. ყველა თავისებურად, მოუთმენლად ელოდება გაზაფხულის დადგომას, მაგრამ ღვინის მოყვარულებს ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი გააჩნიათ.   

  თბილი ამინდები ხომ ზამთრული, სხეულიანი ღვინოებიდან უფრო მსუბუქი სტილის ღვინოებზე გადავლის მანიშნებელია. ერთი სული გვაქვს მივეფიცხოთ გაზაფხულის ძალამოკრებილ მზეს და ცოცხალი, არომატული, გრილი ღვინოებით ვისიამოვნოთ.

   ასეთი ღვინოების შემოთავაზება მილდიანს ნამდვილად შეუძლია. დაწყებული როზე და თეთრი ღვინოების ნაირსახეობებიდან, დამთავრებული მსუბუქი, ელეგანტური წითელი ღვინოებით.

   მათ შორის ყველაზე საინტერესო ახალი თეთრებია, რომლებიც სულ ახლახანს გამოვუშვით. დარწმუნებულები ვართ, მილდიანის ახალი ღვინოები აუცილებლად შეაყვარებს თავს მსუბუქი, არომატული ღვინის მოყვარულებს.

ქისი ნახევრად ტკბილი

ქისი-მწვანე ნახევრად მშრალი

და 2021 წლის მოსავლის ტვიში

   თითოეული მათგანი გამოირჩევა ცოცხალი თეთრი ხილის, ციტრუსისა და ყვავილების მრავალფეროვანი სურნელით. საინტერესოა ასევე მათი ჯიშური მჟავიანობისა და ბუნებრივი სიტკბოს ჰარმონიული შეწყმა, რაც ღვინოებს კიდევ უფრო მეტ სიხალისეს სძენს.

  ამ სურნელისა და გემოს მაქსიმალურად შესაგრძნობად, ღვინოები აუცილებლად კარგად უნდა იყოს გაგრილებული და მაშინ ნამდვილად ვერაფერი შეედრება გაზაფხულის სითბოებში მათი წრუპვით მიღებულ სიამოვნებას.

 

ახალი პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ჩვენ ონლაინ მაღაზიას, ან პირდაპირ გადადით ბმულების მეშვეობით:

ქისი, ნახევრად ტკბილი

ქისი-მწვანე, ნახევრად მშრალი

ტვიში, ნახევრად ტკბილი

ავტორი: Mildiani
Mar 2, 2023
mildiani.ge arrow up