მსოფლიოში ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი - IWSC წელს უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში. კონკურსში სამი ქვეყანა მონაწილეობდა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ) და წარმოდგენილი იყო 170 კომპნიის 500-ზე მეტი ნიმუში.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ღვინოები ყველაზე მეტი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. სულ 18 ოქროს მედალი გაიცა და აქედან 4 მეღვინეობა მილდიანს ეკუთვნის.
ეს ღვინოებია: ხიხვი ქვევრის ბუკეტი 2018, საფერავი რეზერვი 2013, ბრუტი რეზერვი 2015 და მუკუზანი რეზერვი 2018
მილდიანის ღვინოებს ასევე ერგოთ 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი.
ეს კონკურსი გამორჩეული და მნიშვნელოვანია, რადგანაც ქართული მეღვინეობებისთვის მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდა ღვინეოების შეფასება. მაღალი კონკურენცია განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კონკურსი საქართველში ჩატარდა და მასში ძირითადად ქართული ღვინოები მონაწილეობდა.
გაცემული მედლების რაოდენობით კი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად მკაცრი იყო ჟიური.
ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც სასიამოვნო გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ეს არის კიდევ უფრო მეტი გამარჯვება და ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაცია.