6-9 ივნისს, თბილისში, ექსპოჯორჯიაში გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა — WINEXPO 2025. ტრადიციულად, გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც წელს უკვე მეთხუთმეტედ მოეწყო და მასში წინა წლებთან სედარებით, გაცილებით მეტი ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი.
საჯარო დეგუსტაციებს ბრმა წესით საერთაშორისო ჟიური აფასებდა. აქ მოპოვებულმა ჯილდოებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ „მილდიანის“ ღვინოები ნამდვილად მაღალი სტანდარტისაა და სტილით გამორჩეულია.
წლევანდელ კონკურსზე, საოჯახო მეღვინეობა „მილდიანმა“ 19 ღვინო წარადგინა — და თითქმის ყველა დაჯილდოვდა!
მათ შორის ერთმა — საფერავი ქვევრის ბუკეტი 2021 — უმაღლესი ჯილდო, ტროფი მოიპოვა.
ჯამში, 18 ჯილდო:
ტროფი
• საფერავი ქვევრის ბუკეტი, 2021 — 95 ქულა
ოქრო
• საფერავი ქვევრის ბუკეტი, 2021 — 95 ქულა
• საფერავი პრემიუმ, 2018 — 95 ქულა
ვერცხლი
• მუკუზანი რეზერვი, 2018 — 94 ქულა
• ბუდეშური საფერავი, 2024 — 94 ქულა
• რქაწითელი ქვევრის ბუკეტი, 2019 — 93 ქულა
• ოცხანური საფერე ქვევრის ბუკეტი, 2020 — 90 ქულა
• წინანდალი რეზერვი, 2022 — 90 ქულა
ბრინჯაო
• ოცხანური საფერე ქვევრი, 2019 — 89 ქულა
• ქინძმარაული პრემიუმ, 2024 — 89 ქულა
• ალექსანდროული ქვევრი, 2018 — 87 ქულა
• საფერავი ქვევრი, 2015 — 87 ქულა
• წინანდალი რეზერვი, 2020 — 86 ქულა
• ქისი ქვევრი, 2015 — 86 ქულა
• კრახუნა, 2023 — 86 ქულა
• შარდონე, 2023 — 86 ქულა
• ხიხვი, 2023 — 85 ქულა
ვაინექსპო წლიდან წლამდე ფართოვდება და მისი მნიშვნელობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება — იზრდება მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობა, ხოლო კონკურსის შედეგები დიდ რეზონანსს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მეღვინეობაში.
„მილდიანისთვის“ ეს პლატფორმა ყოველთვის მნიშვნელოვანია — როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, კონკურსის ჟიურის, თითოეულ სტუმარს და, რაც მთავარია — ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.
ისეთი მოვლენები, როგორიცაა ვაინექსპო, გვმატებს სტიმულს, ვიყოთ ღირსეული მეგზურები იმ ისტორიულ გზაზე, რომელსაც ქართული ღვინის გზა ჰქვია.