საჩუქრები და სასაჩუქრე შეფუთვები

საჩუქრები და სასაჩუქრე შეფუთვები

საჩუქრები და სასაჩუქრე შეფუთვები

საჩუქრები და სასაჩუქრე შეფუთვები

 

 

ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად ქვემოთ მოგხსენებთ. ბლოგის ბოლოში კი იხილავთ საინტერესო ფოტომასალას.

 

100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.

მეღვინეობა მილდიანი თავისი 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მუშაობდა სიახლეებზე.

   ახალი პროდუქტი, ახალი შეფუთვა, ახალი დიზაინი, ახალი ფორმა, ახალი ჯიშები, ახალი ტიპები და ა.შ.

    მუდმივი განვითარება, წინსვლა და სიახლის ძიება არის სწორედ იმის საფუძველი, რომ ჩვენი პროდუქცია ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესოა.

 

მაღალი დონის ხელნაკეთი თიხის ჭურჭელი

    თიხისა და კერამიკულ ქილებს ჩვენ თავად ვაწარმოებდით მეღვინეობის პირველ წლებში. გვქონდა უამრავი ფორმის, სხვადასხვა დიზაინისა და მოცულობის საღვინე ჭურჭელი.

   აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველები ვიყავით, ვინც თიხის ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინო სარეალიზაციოდ გამოუშვა.

   დღეისთვის ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანიასთან, რომელიც მაღალი ხარისხის კერამიკას აწარმოებს.

   თითოეული დოქი, ბოთლი თუ სუვენირული ფორმა, იხატება ხელით. ამის გამოა, რომ ორი ზუსტად იდენტური ორნამენტის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

  ჩვენი ფორმების ნაწილი მცხეთაში, არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ჭურჭლის მინიატურული ასლია.

 

შუშის ბოთლებისა და კერამიკის განსხვავებული მოცულობები

   ჩვენ პროდუქციაში ყველაზე დიდი მოცულობის შუშის ბოთლი 5 ლიტრიანია და გააჩნია თავისი ინდივიდუალური ხის სასაჩუქრე ყუთი. აბ ბოთლებში, ისევე როგორც 3 ლიტრიან შუშის ბოთლებში, ჩამოსხმულია სამი სახეობის ღვინო. საფერავი, მუკუზანი და ქინძმარაული.

   ყველაზე პატარა ბოთლი 0.187 გრამიანია. მას მეტალის ხრახნიანი თავსახური აქვს და საუკეთესო გამოსავალია სასაჩუქრე კომპლექტების გასამდიდრებლად ან გასალამაზებლად.

   ცხადია, გვაქვს სტანდარტული 0.750 გრამიანი შუშის ბოთლები. ასევე 0.500 გრამიანი შუშისა და თიხის ბოთლები, 0.700 გრამიანი, 1 ლიტრიანი, 3 ლიტრიანი და სხვა.

   ეს განსხვავებული მოცულობები საშუალებას იძლევა, სასაჩუქრე კომპლექტები სურვილისამებრ შევადგინოთ და საჩუქარი ყოველ ჯერზე ახლებურად გამოიყურებოდეს.

 

მრავალი ტიპის ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები

   ბუნებრივია ამ მხრივ ყველაზე  დიდი არჩევანი ღვინოშია. ჩვენ ვაწარმოებთ თითქმის ყველა ტიპის ღვინოს, რის საშუალებასაც საქართველოს კლიმატური პირობები იძლევა.

   ჩვენ პორტფელში შედის როგორც მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები, ასევე სადესერტო, შემაგრებული და ლიქიორული ტიპის ღვინოები. მილდიანის ქვევრის ღვინოები იწარმოება უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით. წარმოების პროცესში დაცული და გათვალისწინებულია ყველა ის მთავარი წესი თუ მიდგომა, რომელიც აუცილებელია ქვევრის ღვინის წარმოებისთვის.

   კლასიკური ღვინოების წარმოებისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უმაღლესი ხარისხის იტალიურ დანადგარებს. ეს იქნება პრესები, კლერტსაცლელები, მუხის კასრები თუ უჟანგავი ფოლადის საფერმენტაციო რეზერვუარები.

   ღვინის გარდა მეღვინეობა მილდიანი აწარმოებს მაღალალკოჰოლურ სასმელებსაც. მილდიანის ჭაჭა თავიდანვე ცნობილი იყო, როგორც ჩვენი ასორტიმენტის ერთერთი მთავარი შემადგენელი. დროთა განმავლობაში ჭაჭის ხაზი კიდევ უფრო გაფართოვდა. მოგვიანებით შეიქმნა მილდიანის ბრენდის ხაზი და ახლა უკვე 6 დასახელების ბრენდს ვაწარმოებთ.

   შედარებით ახალი პროდუქტია თაფლის ბრენდი __ თაფლუჭი, რომელიც ნატურალური თაფლისგან გამოხდილი ალკოჰოლური სასმელია. მილდიანის თაფლუჭი არის გაფილტრული, დარბილებული და დახვეწილი თაფლის ბრენდი.

 

სუვენირული დანიშნულების პროდუქცია

   სუვენირული პროდუქცია ძირითადად კერამიკაში ჩამოსხმული ღვინოებია. განსაკუთრებით მცირე მოცულობის ღვინის ჭურჭელი, რომელშიც  წითელი ღვინოები არის ჩამოსხმული და თავად ჭურჭელიც კი ერთგვარ ფასეულობას წარმოადგენს.

 

ინდივიდუალური შეფუთვები

    სასაჩუქრე შეფუთვებზე ყოველთვის განსაკუთრებით ვზრუნავდით და წარმატებით ვუმკლავდებოდით თანამედროვეობის გამოწვევებს. იხვეწებოდა ხარისხი, ფორმაა, დიზაინი და ემატებოდა სიახლეები.

    პროდუქციის ნაწილს თავისი, ინდივიდუალური შეფუთვა აქვს. თუმცა არსებობს უნივერსალური სასაჩუქრე ყუთებიც, რომელშიც პროდუქციის უმეტესი ნაწილი თავსდება.

    მასიური ხისგან დამზადებული სასაჩუქრე შეფუთვები, ჩვენი მეღვინეობის ისტორიას თითქმის თანაბრად მოყვება.

    დღეისათვის სტანდარტულ, ინდივიდუალურ და ხის ყუთებთან ერთად არის მაღალი ხარისხის მუყაოს, ლამინირებული მუყაოსა და კრაფტის სასაჩუქრე შეფუთვები.

 

სასაჩუქრე კომპლექტები

   სასაჩურე კომპლექტების შექმნა მყიდველის სურვილითაც არის შესაძლებელი.

   გვაქვს ორ ბოთლიანი ხის ყუთები, რომელშიც თითქმის ყველა სტანდარტული ბოთლი თავსდება.

  ასევე გვაქვს ორ ბოთლიანი და ერთ ბოთლიანი მუყაოს ჩანთები, რომელიც შესაბამისი პროდუქციის, ან გარკვეული რაოდენობის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ.

 

მასიური ხისგან დამზადებული სასაჩურე ყუთები

მაღალი ხარისხის კრაფტი და მუყაო

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასიური ხისგან დამზადებული სასაჩუქრე ყუთები ჩვენ პროდუქციას ყოველთვის თან ახლდა, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ხარისხიანი მუყაოს ყუთების დამზადება.

   ამ დროისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვუკვეთავთ მუყაოს ყუთებს დიდ ნაწილს და ხარისხით კმაყოფილები ვართ.

 

ეტიკეტის დამზადება სასურველი დიზაინით ან წარწერით

   უბრალო საჩუქარიც კი განსაკუთრებული ხდება მაშინ, როდესაც მასზე პერსონალური წარწერაა დატანილი.

   ეტიკეტის დამზადება სპეციალური წარწერით, ან პიროვნების სახელითა და გვარით აბსოლუტურად უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

   დამზადებას სულ რაღაც 2-3 სამუშაო დღე დასჭირდება.

   დრო დამოკიდებულია დიზაინის სირთულეზე და სხვა დამატებით მოთხოვნებზე.

ავტორი: Mildiani
Dec 28, 2021
mildiani.ge arrow up