საფერავის ბაზაზე დამზადებული ბროწეულის ლიქიორული ღვინო, რომელიც გამოირჩევა მწიფე ბროწეულის მკვეთრი, ეგზოტიკური სურნელითა და ნაზი ყვავილოვანი ტონებით. ხავერდოვანი სტრუქტურა, დაბალანსებული სიტკბო და ბროწეულისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო, მსუბუქი მჟავიანობა მას განსაკუთრებულ პიკანტურობასა და დაუვიწყარ გემოს ანიჭებს.