2-4 ივნისს ექსპოჯორჯიაში ჩატარდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WINEXPO 2023.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის მე-13 საერთაშორისო კონკურსი, სადაც ღვინის ნიმუშები შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა ბრმა დეგუსტაციის პრინციპით შეაფასა . 300-მდე ნიმუშიდან სულ 9 ოქროს მედალი და 3 ტროფი - უმაღლესი რანგის ჯილდო გაიცა.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანს 8 ღვინო ჰქონდა წარდგენილი და რვავე მათგანი მედლებით დაჯილდოვდა. მათ შორის ორ ღვინოს კი უმაღლესი ჯილდო - ტროფიც გადაეცა.
ჯამში მილდიანის ღვინოებმა 10 ჯილდო მოიპოვა: 2 ტროფი, სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
აქვე გაგაცნობთ ამ ღვინოებს:
ოქრო და ტროფი - ხიხვი ქვევრი 2018
ოქრო და ტროფი - საფერავი რეზერვი 2013
ოქრო - ქისი ქვევრი 2015
ვერცხლი - მუკუზანი რეზერვი 2018
ვერცხლი - რქაწითელი ქვერი რეზერვი 2018
ვერცხლი - წინანდალი რეზერვი 2018
ბრინჯაო - საფერავი ხაშმი 2019
ბრინჯაო - ტვიში 2021
აღსანიშნავია, რომ ვაინექსპოს მასშტაბები ყოველ წელს იზრდება, რაც ნათლად აისახება დაინტერესებულ საზოგადოებასა და მოსული სტუმრების რაოდენობაზე.
ეს თავის მხრივ გამოფენის პრესტიჟულობაზე, ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესსა და ქართული მეღვინეობის წინსვლაზე მიუთითებს.
ჩვენთვის ყოველთვის საამაყო და მნიშვნელოვანია როგორც ვაინექსპოზე, ასევე ღვინის კონკურსზე მონაწილეობა. მადლობას ვუხდით გამოფენის ორგანიზატორებს, კონკურსის ჟიურის წევრებსა და თითოეულ მოსულ სტუმარს.
სიამოვნებით დაველოდებით მომდევნო წლის ზაფხულს, რათა ისევ გავხდეთ ამ ლამაზი დღეების ნაწილი.