მეღვინეობა მილდიანი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში რამდენიმე ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ,,ენოექსპო 2023", რომელიც ყველაზე დიდი საერთაშორისო ღვინის გამოფენაა პოლონეთში.
ასევე იყო ქართული ღვინის საღამო. შეხვედრა ქართული ღვინის კომპანიებსა და პოლონეთის ღვინის ბაზრის წარმომადგენლებს შორის. ბოლო დღეს ჩატარდა ქართული ღვინის ფესტივალი, სადაც პოლონელი ღვინის მოყვარულები ეცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებლებს. სინჯავდნენ და აფასებდნენ ქართულ ღვინიებს, მის ხარისხსა და დაყენების ტექნოლოგიების თავისებურებებს.
ენოექსპო 2023 უკვე მეოცედ ჩატარდა. ეს გამოფენა აერთიანებს ღვინის ბიზნესსა და ჰორეკა ინდუსტრიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენაზე მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, პოლონეთი ერთერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის.
მნიშვნელოვანი იყო ასევე პოლონეთის ღვინის ბიზნესსა და ჰორეკა სექტორთან შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მეღვინეობა მილდიანმა წარადგინა საფერავი ქვევრის ბუკეტი 2013, რომელმაც სტუმრების საერთო მოწონება დაიმსახურა.
მეტად საინტერესო გამოდგა ქართული ღვინის ფესტივალი, რომელსაც მოულოდნელად დიდი რაოდენობის სტუმარი ეწვია. ეს დღე ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდა პოლონეთის ბაზრის სწორად განსაზღვრისთვის.
საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული ღვინის დღეები პოლონეთში.
წარმატებებს ვუსურვებთ ამ დღეების ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით ყველა იმ პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ დღეების მრავალფეროვნებაში.