2023 წლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მეღვინეობა მილდიანმა კვლავ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ჯამში 10 მედალი მოიპოვა. მილდიანის ქვევრის განსაკუთრებული ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა თავისი კონკურენტუნარიანობითა და ხარისხის მაღალი სტანდარტით, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეღვინეობა მილდიანის მიერ წარდგენილი 10 ღვინის ნიმუშიდან, ყველამ მოიპოვა გამარჯვება და დაისახურა მედალი. მათ შორის ერთი ოქრო, შვიდი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
ოქროს მედლით დაჯილდოვდა ქისი ქვევრი 2011. ეს ღვინო იყო ყველაზე ძველი ნიმუში კონკურსზე წარდგენილ ღვინოებს შორის, რაც ჩვენთვის ორმაგად საამაყო და სასიხარულოა.
ეს ცალსახად მნიშვნელოვანი აღიარება ხაზს უსვამს საოჯახო მეღვინეობა მილდიანის იმ თანამიმდევრულ შრომასა და ძალისხმევას, რომელსაც კომპანია მრავალი წელია ახორციელებს.
აქვე მადლობას გადავუხდით ქართული ღვინის ასოციაციას, კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რომლებმაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ კონკურსის წარმატებაში.