საქართველოში მეოთხედ გამართული IWSC-ის (International Wine & Spirit Competition) დეგუსტაციის სესია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანა გლობალური ღვინის კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიცენტრად ყალიბდება. წელს მოწვეულმა საერთაშორისო ჟიურიმ — ღვინის მაგისტრებმა და მეღვინეობის მაღალი რანგის ექსპერტებმა — 400-მდე ნიმუში დააგემოვნეს საქართველოდან და მეზობელი რეგიონებიდან.
დეგუსტაცია ჩატარდა გურჯაანის ღვინის ფესტივალისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას მაღალ პროფესიონალიზმსა და რეგიონულ მნიშვნელობას მატებს.
საოჯახო მეღვინეობა „მილდიანისთვის“ IWSC-თან თანამშრომლობა უკვე მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ქვევრისა და კლასიკური სტილის ღვინოების ხარისხი მსოფლიო შეფასების სივრცეში წარმოვაჩინოთ.
2024 წელს მილდიანს განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად — მეღვინეობამ მოიპოვა:
ამასთან, წლევანდელი წელი ისტორიული აღმოჩნდა როგორც კონკურსისთვის, ისე მეღვინეობა მილდიანისთვისაც: IWSC-ის ისტორიაში პირველად ქართული ჭაჭა დაჯილდოვდა ოქროს მედლით — მიღწევა, რომელიც ქვეყნის დისტილაციის კულტურას ახალ საფეხურზე აყენებს.
IWSC 2026-ის შედეგები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საქართველო გლობალურ ღვინის რუკაზე უკვე გამოკვეთილად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მილდიანი კი ამ ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, საიმედო და სტაბილური წარმომადგენელია — ოჯახის ტრადიციით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით.