***
დიახ, ზოგჯერ მას ასეც უწოდებენ და სამართლიანადაც.
ერთი ღამის ღვინო, ყოველთვის შეიძლება ერთი ღამის სულაც არ იყოს და სინამდვილეში ორი საათის იყოს, ან სამის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტილს ანიჭებს მეღვინე უპირატესობას და რისი მიღება სურს საბოლოოდ. შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება ეს დრო.
ვარდისფერი ღვინოების (Rosé) დამზადება, წითელი ყურძნისგან ხდება, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი.
წითელი ღვინის დასამზადებლად, აუცილებელია წითელი ყურძნის წვენი კანთან ერთად დადუღდეს, რადგან ძირითადად ყურძნის კანშია განლაგებული შემფერავი ნივთიერებები. თუ ყურძენს დავწურავთ და წვენს ცალკე დავადუღებთ, თეთრ ღვინოს მივიღებთ, რადგან წითელი ყურძნის რბილობი ძირითადად თეთრია. შესაბამისად ღვინის ფერის კონტროლი შესაძლებელია ყურძნის წვენისა და კანის ერთად დაყოვნებით.
ამიტომაც მეღვინე ალკოჰოლური დუღილის დაწყებამდე, იმის მიხედვით დატოვებს ყურძნის წვენს კანთან ერთად, თუ რა სტილის, როგორი ფერის და არომატების ღვინის მიღება აქვს განზრახული. შესაბამისად, შეიძლება ერთი ღამის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს ეს პროცესი. ამას მეღვინეობაში ცივი მაცერაცია ეწოდება.
მეღვინეობა მილდიანის როზეები სამი სახისაა:
საფერავი როზე (ნახევრად მშრალი)
საფერავი როზე პრემიუმი (ნახევრად მშრალი)
მუსკატი როზე (სადესერტო, ტკბილი)
ამ ღვინოებს აქვთ დახვეწილი, კრისტალური ფერი და საინტერესო, მრავალფეროვანი სურნელი. იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისაც ცოცხალი, გემრიელი და არომატული ღვინოები მოსწონთ.
შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე სხვადასხვა ქალაქებში არსებულ ჩვენ საფირმო მაღაზიებში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც დიდი სუპერმარკეტები ან ჰიპერმარკეტებია განლაგებული.