ფერი:
ღრმა, ელვარე ლალისფერი.
არომატი:
ახალი წითელი ხილისა და კენკრის ინტენსიური, მრავალფენოვანი სურნელი. წამყვანია მწიფე ბროწეული, ალუბალი, შინდი, რასაც მოსდევს ცხარე სანელებლების ტონები — შავი წიწაკა, ხმელი მიხაკი, გამომჩრალი ალუბლისა და მოცვის შტრიხები. მთლიანობაში, ღვინო მდიდარია როგორც ხილის, ისე ღვინის ბუნებრივი, ჯიშური არომატით.
გემო:
სხეულიანი, ძლიერი ტანინებითა და ხავერდოვანი ტექსტურით. გააჩნია ხალასი მჟავიანობა, შედარებით მაღალი ალკოჰოლი და მკაფიო სტრუქტურა, რაც მიუთითებს მისი დავარგების პოტენციალზე. ამავე დროს, ღვინო უკვე შესანიშნავ ფორმაშია, დაბალანსებული, მომრგვალებული და ხასიათიანი.
რეკომენდაცია:
იდეალურია 15–18°C-ზე. შესანიშნავად ეხამება მწვადს, ღრმა არომატის მქონე სოუსებს, ხორციან სალათებს, ყველიან ფენოვან ცომეულს და სხვა მდიდარ, ნოყიერ კერძებს.