ფერი:
მუქი მაყვლისფერი
არომატი:
მყისიერად შეიგრძნობა ტერუარის უნიკალური ხასიათი. წამყვანია მწიფე წითელი კენკრის ძლიერი სურნელი, რომელსაც ფონად გასდევს შავი ქლიავის ჩირის, შინდის მურაბისა და ალუბლის ტყლაპის დახვეწილი არომატული შტრიხები.
გემო:
საშუალო სხეული, რბილი ტანინები და ხავერდოვანი ტექსტურა ქმნის სრულად დაბალანსებულ ღვინოს. გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობისა და ბუნებრივი ნარჩენი სიტკბოს შთამბეჭდავი თანხვედრით. დაბოლოება ხანგრძლივი, სავსე და არომატულია.
რეკომენდაცია:
რეკომენდებული სერვირების ტემპერატურაა 13–15°C. უხდება მწვადს, საშუალოდ შემწვარ სტეიკსა და ტკბილ–მლაშე გემოს კომბინაციებს.