ფერი: ღრმა შინდისფერი, აგურისფერი რკალით.
არომატი:
ძალიან კომპლექსური და მდიდარი ბუკეტი აქვს. პირველივე სურნელებში იგრძნობა დავარგების და მუხის ტონები. მიუხედავად ღვინის ასაკისა, არომატებში ჯერ კიდევ მკვეთრად არის გამოხატული ცოცხალი წითელი ხილისა და კენკრის არომატები. წითელი ბალი, მოცვი, შინდი, შავი ქლიავი, შავი პილპილი, ცხარე სუნელები, თამბაქო.
გემო:
სრული, კარგად დაბალანსებული და განვითარებულია. ღვინოში არსებული შესამჩნევი მჟავიანობა, ტანინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვინის დავარგების პოტენციალი ჯერ კიდევ მაღალია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18°C. კარგად ეხამება მწვადს, სხვადასხვაგვარად შემწვარ ცხარე ხორციან კერძებს, კუბდარს.