უსახელაური

უსახელაური

უსახელაური

0.500 ლიტრი

108.00b
  • წელი: 2022
  • ტიპი: ნახევრად ტკბილი
  • კატეგორია: ღვინო
  • რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი
  • ფერი: წითელი
  • ჯიში: უსახელაური

ფერი: ელვარე, ცოცხალი ბროწეულისფერი.

არომატი:

მწიფე წითელი ხილისა და ტყის კენკრის თავბრუდამხვევ სურნელებში სასიამოვნოდ იკვეთება უსახელაურისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი. შემდეგ იშლება და თანდათან ვითარდება მოცვი, ხურტკმელი, ველური მარწყვი, მოცხარი, მთის ჟოლო.

გემო:

საშუალო სხეულის მქონე ღვინოა. ბუნებრივი, მსუბუქი ტანინები, ხალასი, საგრძნობი მჟავიანობა და ბუნებრივი სიტკბო, სასიამოვნო ბალანსს ქმნის. წითელი ხილისა და ტყის კენკრის ტონები გემოშიც მეორდება. დაბოლოება ძალიან ხანგრძლივი და საინტერესოა.

რეკომენდაცია:

დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-14°C.

იდეალურად ერწყმის მსუბუქ ყველს, ხილს და მრავალი სახის დესერტს.



mildiani.ge arrow up