ფერი: საშუალოზე მუქი ქარვისფერი
არომატი:
დახვეწილი და კარგად განვითარებული ბუკეტი აქვს. პირველ სურნელებში ქისის ჯიშური არომატი დომინირებს, ატმისა და ჭერმის რბილი, ნაზი ტონები მოყვება.
გემო:
სრული, განვითარებული, ტანინებით მდიდარი ღვინოა. მჟავიანობა და ალკოჰოლი კარგად არის დაბალანსებული. ხასიათდება ხანგრძლივი, საინტერესო დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 13-16°C. კარგად ეხამება დავარგებულ ყველებს, ხორცეულსა და ქართულ ტრადიციულ ცომეულს.