ფერი: საშუალო ინტენსივობის შინდისფერი.
არომატი:
მწიფე წითელი ხილისა და კენკრის მრავალფეროვანი ბუკეტი საინტერესოდ იშლება მსუბუქად წარმოდგენილი მცენარეული ტონების ფონზე. იკვეთება მწიფე მაყვალი, ალუბალი, სუსტად ჩანს ჟოლოსა და ხენდროს ტონებიც.
გემო:
საკმაოდ ცოცხალი, ენერგიული და კარგად განვითარებული ღვინოა. ახალგაზრდა, ოდნავ ხისტი ტანინები, ძალიან კარგად ერწყმის ბუნებრივ სიტკბოს, რაც ღვინოს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 12-14°C. შესანიშნავად ეხამება მსუბუქად შემწვარი წითელი ხორცის სტეიკებსა და ახალგაზრდა ყველებს.