ფერი: ჩალისფერი, მკრთალი ლიმნისფერი შეფერილობით.
არომატი:
ძალიან მდიდარი და ცოცხალი სურნელებით გამოირჩევა. მწიფე თეთრი ხილის მრავალფეროვან ბუკეტში, საინტერესოდ კრთება მინდვრის ყვავილების ნაზი არომატები.
გემო:
გლუვი, საშუალო სხეულიანობის მქონე ღვინოა. იკვეთება გულაბი მსხლის, ატმისა და თეთრი ქლიავის ტონები. ხალასი მჟავიანობა, ბუნებრივი სიტკბო და კარგად დაბალანსებული ალკოჰოლი ღვინოს ძალიან ჰარმონიულს ხდის და სასიამოვნო ხავერდოვნებას ანიჭებს.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომნდებული ტემპერატურაა 6-8°C. რაც შეეხება კერძებს, კარგად ეხამება ყველა სახის ცოცხალ სალათებს, თევზეულს, მრავალი სახეობის ყველსა და მშრალ ნამცხვრებს.