ფერი: ქარვისფერი.
არომატი: ძალიან ეფექტური და მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს. საინტერესოდ ვითარდება თეთრი გამომშრალი ხილის ტონები. ვაშლის, კომშის, ნესვის ჩირისა და სხვადასხვა სანელებლების მკვეთრ სურნელებს გამომშრალი მერქნისა და გამხმარი ბალახების სურნელი
გემო: სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. ხიხვისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობასა და სიმრგვალეს ანიჭებს. გამოირჩევა გამყოლი, დასამახსოვრებელი გემოთი.
რეკომენდაცია: დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 13-16°C. ძალიან უხდება კარგად შემწვარ ხორცს, შემწვარ ბოსტნეულს, ყველს, შედარებით მსუყე თევზეულის კერძებს.