ყურძნის ჯიში: რქაწითელი 100%
ადგილი/წარმოშობა: კახეთი
ღვინის ტიპი: ქარვისფერი მშრალი (ქვევრი)
ორგანოლეპტიკური დახასიათება
ფერი: მუქი ქარვისფერი.
არომატი: ეფექტური და მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს. საინტერესოდ ვითარდება თეთრი გამომშრალი ხილის ტონები. ვაშლის, კომშის, ნესვის ჩირისა და სხვადასხვა სანელებლების მკვეთრი სურნელები.
გემო: სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. რქაწითელისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობასა და სიმრგვალეს ანიჭებს. გამოირჩევა გამყოლი, დასამახსოვრებელი გემოთი.
რეკომენდაცია: დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 13-16°C. ძალიან უხდება კარგად შემწვარ ხორცს, შემწვარ ბოსტნეულს, ყველს, შედარებით მსუყე თევზეულის კერძებს.