ფერი: საშუალო ინტენსივობის შინდისფერი.
არომატი:
მწიფე წითელი ხილისა და კენკრის მრავალფეროვანი ბუკეტი საინტერესოდ იშლება მსუბუქად წარმოდგენილი მცენარეული ტონების ფონზე. იკვეთება მწიფე მაყვალი, ალუბალი, სუსტად ჩანს ჟოლოსა და ხენდროს ტონებიც.
გემო:
ეს არის ცოცხალი, ენერგიული და კარგად განვითარებული ღვინო, ახალგაზრდა სასიამოვნო ტანინებით. მსუბუქი მჟავიანობა ჰარმონიულად არის დაბალანსებული ბუნებრივ სიტკბოსთან. სწორედ ამიტომ, ღვინო საინტერესო და დასამახსოვრებელია
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 12-14°C. შესანიშნავად ეხამება მსუბუქად შემწვარი წითელი ხორცის სტეიკებსა და ახალგაზრდა ყველებს.