რთველი 2018

რთველი 2018

რთველი 2018

რთველი 2018

რთველი კახეთში უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ამ დროისათვის საოჯახეო მეღვინეობა მილდიანის ღვინის საწარმოს, მიღებული აქვს კახური ყურძნების ყველა წამყვანი და პოპულარული ჯიში. ყველაზე დიდი რაოდენობით თეთრი ჯიშის ყურძენია მიღებული. მათ შორის რქაწითელის მოცულობითი წილი, ყველაზე მეტია. შემდეგ მოდის კახური მწვანე, ქისი და ხიხვი. წითელყურძნიანი ჯიშებიდან მიღებულია საფერავი და კაბერნე სოვინიონი.

აღსანიშნავია, რომ საწარმომ წელს სერთიფიცირებული ბიო ყურძენიც მიიღო და ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებში დაწურა.

ღვინოების უმეტესობა კლასიკური წესით, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში მზადდება. ასევე სავსეა ქვევრები ტრადიცულ კახურ მარანშიც.

ახლა დასავლეთის რთველის ჯერია. სულ მალე რაჭა-ლეჩხუმიდან, ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებში დაკრეფილი ალექსანდროული, მუჯურეთული და ცოლიკაური შეემატება ახალი ღვინოების ჩამონათვალს.

ავტორი: Mildiani
Aug 26, 2021
mildiani.ge arrow up