ფერი: ოქროსფერი.
არომატი:
მდიდარი, მრავალფეროვანი ბუკეტი. პირველ რიგში ცოლიკაურის ჯიშური არომატი გვხვდება. შემდეგ მოდის კარგად დამწიფებული თეთრი ხილისა და სანელებლების არომატები.
გემო:
საკმაოდ რთული, კომპლექსური ღვინოა. მსუბუქი, სასიამოვნო ტანინები, კარგად არის შერწყმული ხალას მჟავიანობასთან, რის გამოც ღვინო საოცრად ცოცხალი და ხავერდოვანია.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 13-16°C. უხდება სხვადასხვა სახის დავარგებულ ყველსა და მსუყე ხორციან კერძებს.