წარაფი

წარაფი

წარაფი

0.750 ლიტრი

0.00b
  • ქვევრის ღვინო
  • წელი: 2021
  • ტიპი: მშრალი
  • კატეგორია: ღვინო
  • რეგიონი: კახეთი
  • ფერი: ქარვისფერი
  • ჯიში: რქაწითელი

ფერი: მუქი, ელვარე ქარვისფერი.

არომატი:

ძალიან ეფექტური და მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს. საინტერესოდ ვითარდება თეთრი გამომშრალი ხილის ტონები. ვაშლის, კომშის, ნესვის ჩირისა და სხვადასხვა სანელებლების მკვეთრ სურნელებს, მოსდევს მუხის ნაზი არომატები.

გემო:

სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. რქაწითელისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობასა და სიმრგვალეს ანიჭებს. გამოირჩევა გამყოლი, დასამახსოვრებელი გემოთი.

რეკომენდაცია:

დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 13-16°C. ძალიან უხდება კარგად შემწვარ ხორცს, შემწვარ ბოსტნეულს, ყველს, შედარებით მსუყე თევზეულის კერძებს.


mildiani.ge arrow up