ფერი: ჩალისფერი
არომატი:
წინანდლისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი და მდიდარი ბუკეტი აქვს. გამოხატულია რქაწითელის ჯიშური არომატი. ციტრუსისა და გაზაფხულის, ახალი ყვავილების სურნელები, საინტერესოდ არის შერწყმული მუხის მსუბუქ ტონებთან.
გემო:
ძალიან ცოცხალი და სასიამოვნოა. მიუხედავად ოდნავ მაღალი მჟავიანობისა, ღვინო ძალიან გლუვი და მრგვალია. მკვეთრად იგრძნობა, ახალი, ცოცხალი ვაშლისა და ხილის ტონები.
რეკომენდაცია:
მოხმარებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 5-7°C. უხდება ბოსტნეულისა და ფრინველის ხორციან სალათებს. ასევე კარგია მსუბუქ ყველთან და ფხალეულთან ერთად.