ქისი

ქისი

0.750 ლიტრი

160.00b
  • ქვევრის ღვინო
  • გაუფილტრავი
  • წელი: 2011
  • ტიპი: მშრალი
  • კატეგორია: ექსკლუზივი
  • რეგიონი: კახეთი
  • ფერი: ქარვისფერი
  • ჯიში: ქისი

ფერი:
მუქი, ღრმად ქარვისფერი, მკრთალად ყავისფერისკენ მიდრეკილიასაკთან შეწონილი ელვარებით.

არომატი:
მრავალფენიანი და თანდათანობით განვითარებადი ბუკეტი. წამყვანია სანელებლებისა და გამომშრალი თეთრი ხილის ტონებიქიშმიში, გარგარი, ფინიკი, კომში. მალევე იკვეთება ფიჭვის გამომშრალი მერქნის რბილი სურნელი, რომელიც წითელ ხაზად გასდევს ღვინის არომატულ სტრუქტურას. ბუკეტს ფონს უმშვენებს ხმელი ბალახებისა და გვიანი შემოდგომის ყვავილების მდიდარი, ბუნებრივად კომპლექსური ელემენტები.

გემო:
მრგვალი, ხავერდოვანი და მკვეთრად ექსტრაქტული. რბილ ტანინებ მშვენივრად ერწყმის ცოცხალი მჟავიანობა და კარგად ინტეგრირებული ალკოჰოლი. გამოირჩევა პიკანტური, მრავალფეროვანი გემოთი და გრძელ, მდიდარი დაბოლოებით.

რეკომენდაცია:
იდეალურია 13–16 °C ტემპერატურაზე. უხდება დავარგებულ ყველს, მწვადს, ასევე ქართული სამზარეულოს იმ კერძებს, სადაც ხორცისა და სანელებლების სიმდიდრეაგანსაკუთრებით ცხარე და ნიგვზიანი რეცეპტები.



mildiani.ge arrow up