სულ ცოტა ხნის წინ დეკანტერმა (Decanter.com) გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ქართულ მეღვინეობაზე, ღვინის ქვევრში დაყენებასა და იმ უძველეს ტრადიციებზე, რაც დღემდეა საქართველოში შემორჩენილი.
ქვევრის ღვინოები საქართველოდან. ქართული მეღვინეობა და 12 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო.
ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული აღნიშნული სტატია. ავტორი (Sylvia Wu) საინტერესოდ აღწერს ქვევრის ღვინის დამზადების წვრილმან დეტალებს და ბოლოს გვთავაზობს 12 ღვინის პროფესიონალურ შეფასებას, რომელთა შორისაც უმაღლესი ქულით მილდიანის ქვევრის ხიხვი აქვს შეფასებული. ჩამონათვალში ასევე მაღალი ქულით არის წარმოდგენილი მილდიანის ქვევრის ოცხანური საფერე. გთავაზობთ ამ ღვინოების დახასიათებას ქართულ ენაზე.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ხიხვი (ქვევრის ბუკეტი), კახეთი, საქართველო 2018
არომატში თითქოს ყურძნის პარფიუმია, შეიგრძნობა ასევე ციტრუსი, ყვავილები, ფორთოხლის ჟელე და გარგარი. გააჩნია დამახასიათებელი ტექსტურა, დაბალანსებული მჟავიანობა და მწიფე ტანინები. გამოხატულია კომშის ჯემის, მანგოს, გარგარის წვენისა და თეთრი სანელებლები. ყვითელი ხილის ჩირის ტონებით სავსე დაბოლოება ხანგრძლივი და ლამაზია.
6 თვის განმავლობაში ქვევრში, ჭაჭაზე დავარგებული ღვინო, რომელიც არ არის მსუბუქი. ეს რთული, დახვეწილი, საინტერესო ღვინო, რომელიც ცალსახად სასიამოვნოა.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ოცხანური საფერე, ქვევრი (პირადი კოლექცია), კახეთი, საქართველო 2018
დამახასიათებელი წითელი, რომელიც ოცხანური საფერეს ძირძველი ყურძნის ჯიშისაგან არის დამზადებული. ეს არის ერთი ვენახის მოსავალი, რომელიც დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს. ღვინო დადუღდა და ჭაჭასთან ერთად დაყოვნდა 20 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც 2 თვე ჭაჭის გარეშე დავარგდა. მჟავე ალუბლის ცოცხალი სურნელთან ერთად შეინიშნება გამომშრალი შავი ქლიავის ტონებიც. გემოზე სავსეა, მწიფე და წვნიანი. იგრძნობა წითელი გამომშრალი ხილის მოტკბო ტონები, შავი მოცხარი და ალუბლის წვენი. ტანინები წინა პლანზეა წამოწეული, მაგრამ მწიფე და სტრუტურირებულია. სწორედ ეს ქმნის სანელებლებითა და ჩაის გამომშრალი ფოთლების ტონებით სავსე გრძელ დასრულებას. იდეალურია შემწვარ ცხვრის ხორცთან.