ქისი

ქისი

0.750 ლიტრი

56.00b
  • ქვევრის ღვინო
  • გაუფილტრავი
  • წელი: 2015
  • ტიპი: მშრალი
  • კატეგორია: ღვინო
  • რეგიონი: კახეთი
  • ფერი: ქარვისფერი
  • ჯიში: ქისი

ფერი: ინტენსიური შეფერილობის, ელვარე ქარვისფერი.                      

არომატი:

მრავალფეროვანი და მდიდარი ბუკეტი აქვს. თავიდან, მკაფიოდ გამოხატული ქისის ჯიშური არომატი ყველაფერს ფარავს. შემდეგ თანდათან იხსნება და კარგად იკვეთება მცენარეული, ახალი თივის, გამომშრალი თეთრი ხილის ტონები. უკანა პლანზე ასევე ჩნდება შემწვარი კომშისა და ვაშლის, სანელებლებისა და მოხალვის სურნელები.

გემო:

ძალიან ექსტრაქტული, სრული, მრგვალი, განვითარებული ღვინოა. კარგად არის დაბალანსებული მჟავიანობა და ალკოჰოლი. მდიდარია მწიფე, რბილი ტანინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. დაბოლოებაში ხავერდოვანია, გამყოლი საინტერესო გემოთი.

რეკომენდაცია:

სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 13-16°C. კარგად ეხამება დავარგებულ ყველს, კარგად შემწვარ ხორცს, მწვადს, კუბდარს, ხაჭაპურს.



mildiani.ge arrow up