ფერი: ღრმა, ელვარე ლალისფერი.
არომატი:
პირველ სურნელებში ეფექტურად იგრძნობა ოჯალეშის ჯიშურობა. შემდეგ ჩნდება ცოცხალი წითელი ხილის არომატები. კარგად არის გამოხატული მწიფე ბროწეული, ალუბალი, მწიფე მაყვლის ტონები.
გემო:
ტანინებით მდიდარი, საკმაოდ სხეულიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ელეგანტურია. ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი, სასიამოვნო სიტკბო და ხალასი მჟავიანობა. დაბოლოება მეტად ხანგრძლივია და მძაფრად შეიგრძნობა მწიფე წითელი ხილი.
რეკომენდაცია:
დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-14°C. იდეალურად ერწყმის მსუბუქ სალათებს, ყველსა და დესერტს.