ფერი: მუქი მაყვლისფერი
არომატი:
ეფექტურადაა წარმოდგენილი ტერუარის უნიკალურობა. თავიდან მწიფე წითელი კენკრის ძლიერი სურნელი გხვდება, თუმცა ასევე კარგად შეიმჩნევა შავი ქლიავის ჩირის, შინდის მურაბისა და ალუბლის ტყლაპის დახვეწილი არომატები.
გემო:
ძლიერ სხეულიანი, ტანინებით სავსე, კარგად გაწონასწორებული ხავერდოვანი ღვინოა. გამოირჩევა ცოცხალი, ხალასი მჟავიანობისა და ბუნებრივად ნარჩენი სიტკბოს შთამბეჭდავი ბალანსით. ხასიათდება ძალზედ ხანგრძლივი, საინტერესო დაბოლოებით.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 13-15°C. შესანიშნავია მწვადთან, საშუალოდ შემწვარ სტეიკთან და საქონლის ენის სალათთან ერთად.