ფერი: ღია ჩალისფერი
არომატი:
გამოხატულია რქაწითელის ჯიშური არომატი და კახური მწვანეს მდიდარი ბუკეტი, სადაც მჟავიანი თეთრი ხილისა და მსუბუქად გამოხატული ციტრუსის ტონები დომინირებს; მკაფიოდ შეიმჩნევა ვაშლისა და მსხლის ტონები.
გემო:
ახალგაზრდა, ენერგიული, ცოცხალი მჟავიანობის მქონე ღვინოა, მსუბუქი ტანინების შემცველობით და დაბალანსებული ალკოჰოლით; განვითარებულ მცენარეულ ტონებს თეთრი ქლიავის გამყოლი გემო აბოლოებს. ძალიან კარგია აპერიტივად, ასევე უხდება თევზეულს, სალათებს და საშუალო სიმძაფრის ყველს.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 6-8°C. ძალიან კარგია აპერიტივად. ასევე თევზეულთან, სალათებთან და საშუალო სიმძაფრის ყველთან.