საგვიანო

საგვიანო

საგვიანო

0.500 ლიტრი

39.60b
  • წელი: 2022
  • ტიპი: ტკბილი
  • კატეგორია: ღვინო
  • რეგიონი: კახეთი
  • ფერი: თეთრი
  • ჯიში: რქაწითელი / მწვანე

ფერი: ელვარე ოქროსფერი.

არომატი:

სასიამოვნო, ნაზი, ტკბილი არომატები. მკაფიოდ იგრძნობა მურაბების, ჩახარშული და შემწვარი ხილის, კარამელისებური და მოხალვის ტონები. გამოირჩევა შემწვარი ვაშლის, კომშის, ასევე ლეღვისა და თხილიანი თეთრი ბალის მურაბის სურნელები.

გემო:

ბლანტი, გლუვი სტრუქტურის მქონე ღვინოა. მსუბუქი მჟავიანობისა და ბუნებრივი სიტკბოს ჰარმონიული ბალანსი, ღვინოს სიცოცხლისუნარიანობასა და სიხალისეს სძენს. დაგემოვნებისას მეორდება და კიდევ უფრო მძაფრდება არომატში წარმოჩენილი ხილის ტონები. ახასიათებს გამყოლი, ხანგრძლივი დაბოლოება.

რეკომენდაცია:

სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 7-9°C. უხდება დესერტს,  განსაკუთრებით ნაყინს, ნამცხვრებსა და მსუბუქ ყველს.



mildiani.ge arrow up