ფერი: მუქი ბროწეულისფერი
არომატი:
ეფექტურად იკვეთება შავი მოცხარის, მაყვლისა და შავი ლეღვის ჩირის პირველი სურნელები. აგრეთვე ჩნდება გაჭყლეტილი მწიფე ანწლის ნაყოფისა და გასრესილი ალუბლის მკვეთრი ტონები .
გემო:
სრულ სხეულიანი, ძლიერი, მწიფე ტანინებით გაჯერებული ღვინოა. ამ ფონზე სასიამოვნოდაა წარმოდგენილი ჯიშისთვის დამახასიათებელი საშუალოზე მაღალი მჟავიანობა, რაც ერთობ დასამახსოვრებელს ხდის მის ხანგრძლივ დაბოლოებას.
რეკომენდაცია:
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატუარაა 14-16°C. იდეალურია გრილზე მომზადებულ როზმარინით შენელებულ ბატკნის ხორცთან ერთად.