ძველი ღვინო უკეთესია?

ძველი ღვინო უკეთესია?

ძველი ღვინო უკეთესია?

ძველი ღვინო უკეთესია?

***

   ღვინო რაც უფრო ძველია, მით უკეთესია!

   ალბათ ხშირად მოგვისმენია ეს აზრი და ბევრი ალბათ ასეც იქრობს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.

    უფრო სწორად, ეს თემა იმაზე გაცილებით ღრმა და საინტერესოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ღვინის დაძველება, დაძველების პოტენციალი, ღვინის სასიცოცხლო ციკლი და ა.შ.  ის ტემინებია, რომლებსაც ყელაზე ხშირად გავიგონებთ დაძველებასთან დაკავშირებით.

   როცა ღვინის დაძველებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტერმინი „დაძველება“ ამ შემთხვევაში მხოლოდ დროსთან არ ასოცირდება და ის უმთავრესად ღვინის განვითარებას გულისხმობს.

    ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად მისი განვითარების ანუ დაძველების პოტენციალიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მისი შემადგენლობა, აგებულება, სტრუქტურა. როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, ღვინოც იბადება, ვითარდება, ყალიბდება და ბოლოს იშლება, ანუ კვდება.

    სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობაც, ბუნებრივია განსხვავებულია და სწორედ ამიტომ, ყველა ღვინო ვერ უძლებს დროს. უსხეულო, თხელი, მსუბუქი, დაბალი ალკოჰოლისა და ნაკლები მჟავიანობის მქონე ღვინოები, მალევე უნდა დაილიოს. ასეთი ღვინო რაც უფრო ახალგაზრდა იქნება, მით უკეთესია.

    დასაძველებლად განკუთვნილი ღვინოები, უნდა გამოირჩეოდეს სხეულიანობით, ექსტრაქტულობით, ტანინების, ფენოლური ნაერთების, მჟავიანობისა და ალკოჰოლის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით. მსგავსი ღვინოების სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია და სწორი დავარგების პირობებში, არომატული სპექტრი აუცილებლად განვითარდება და გამდიდრდება. ასევე შეიცვლება გემოვნური თვისებებიც. უფრო მეტად დაბალანსდება, ჰარმონიული გახდება და დაიხვეწება.

    ღვინოებში ასევე საინტერესოა განვითარების თანმდევი ფერთა გამის ცვლილება. თეთრი ღვინოები თუ მუქდებიან და ღია ჩალისფერიდან მუქი ჩალისფერის ან ქარვისფერისკენ მიდიან, წითელი ღვინოების შემთხვევაში, ხასხასა ლალისფერსა და ზოგჯერ მომელნისფრო შეფერილობას, მკრთალი აგურისფერი ეპარება და დროთა განმავლობაში ძლიერდება.

     ღვინის დაძველებისთვის ერთერთი აუცილებელი პირობაა ადგილის სწორად შერჩევა. ასეთი ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტაბილური ტემპერატურითა და შესაბამისი ტენიანობით. ასევე დაცული უნდა იყოს სინათლისგანაც.

   ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ღვინის სწორად დაძველება ვერ მოხდება მაღაზიის დახლებზე ან სამზარეულოს თაროებზე. ასეთი თაროები რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს ძველი ღვინოებისგან და შეივსოს ახლით.


  მილდიანის ძველი ღვინოებიდან აღსანიშნავია: 

2011 წლის მოსავლის საფერავი რეზერვი

2012  წლის მოსავლის ქვევრის საფერავი

2013 წლის მოსავლის ქვევრის ქისი

 დაძველების მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან მილდიანის ქვევრის ღვინოები, ალექსანდროული, ოცხანური საფერე, ხიხვი, ქისი, რქაწითელი, საფერავი, კაბერნე და სხვა.

 

ავტორი: Mildiani
Jan 21, 2022
mildiani.ge arrow up