ფერი:
ღრმა, ელვარე ალუბლისფერი
არომატი:
თავდაპირველად იგრძნობა საფერავისთვის დამახასიათებელი ინტენსიური სურნელი, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და იძენს წითელი ხილისა და ტყის კენკრის მდიდარ არომატებს. შინდის, ალუბლის, შავი ქლიავისა და მოცვის ტონებს ენაცვლება სანელებლების დელიკატური სურნელის შრეები, რაც საერთო კომპოზიციას დამატებით სიღრმეს სძენს.
გემო:
მნიშვნელოვნად სტრუქტურირებული, მრგვალი და ელეგანტური ღვინოა. ძლიერი ტანინები, ალკოჰოლი და მჟავიანობა კარგად ბალანსდება, რაც მთლიანობაში ქმნის მდიდარ და ხავერდოვან ტექსტურას. არომატული სპექტრი კიდევ უფრო მკაფიოდ იშლება და ვითარდება ხანგრძლივ, მდიდარ დაბოლოებაში.
რეკომენდაცია:
იდეალურია 15-18°C ტემპერატურაზე. უხდება ქართულ ტრადიციულ კერძებს, განსაკუთრებით ხორცისა და ყველის ცხარე, შებოლილ ან დავარგებულ ვარიაციებს.