ფერი: მუქი ლალისფერი
არომატი: მუხის კასრებში 2 წლიანი დაძველების შედეგად შესანიშნავადაა განვითარებული, ვანილის, შავი შოკოლადის, თამბაქოს, კვამლის, შავი წიწაკის ტონები. ასევე შეიგრძნობა მწიფე წითელი ხილისა და შავი ქლიავის ჩირის არომატები.
გემო: დაბალანსებული, ძლიერი, კომპლექსური, საშუალოზე მაღალი მჟავიანობის მქონე ღვინოა. სასიამოვნოდ შეიგრძნობა მწიფე ტანინები. ხასიათდება ხანგრძლივი დაბოლოებით.
რეკომენდაცია: სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 15-17°C. უხდება ცხარე ხორციან კერძებს. კარგია საქონლის სტეიკთან ან ღორის ხორცის მწვადთან ერთად.